გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძეს ჩაარტყეს და ისმაელმა შეცვალა

ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდმა’’ შინ „ქოვენთრი’’ მიიღო, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, ქართველი ნახევარმცველი კარგ ფორმაშია, პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ტაიმის მიწურულს „ქოვენთრის’’ მცველმა ჩაარტყა, მინდორს მალევე დაუბრუნდა, თუმცა შესვენებისას მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა შეცვალა. ლოგიკურია, რომ შეცვლის მიზეზი მის წინააღმდეგ უხეში თამაშია.

მთავარი მსაჯის, რობერტ მედლის მოქმედება რბილად რომ ვთქვათ ძალიან უცნაური იყო. მოთამაშეს უკნიდან გაშლილი ფეხი ჩაარტყეს, მსაჯმა კი თამაში არ გააჩერა და არც ყვითელი ბარათი ამოიღო.

სავარაუდოდ მისი შეცვლა რისკის შესამცირებლად გადაწყდა, რადგან მის წინააღმდეგ უხეში თამაშის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი მინდორს დაუბრუნდა და ტაიმის ბოლომდე ითამაშა. ასევე შეგახსენებთ, რომ 2 მარტს ჩაკვეტაძემ „მილუოლისთან'' მატჩი გამოტოვა. ამასთან დაკავშირებით ვალერიენ ისმაელმა თქვა: „მას ვარჯიშისას მუხლში მოარტყეს, ტკივილი იგრძნო. ამიტომ, დღეს არ ვათამაშებთ, გარისკვა არ გვსურს’’.

გთავაზობთ ჩაკვეტაძის რამდენიმე გამორჩეულ მომენტს დღევანდელი თამაშიდან.

ეს მატჩი „უოტფორდმა'' „ქოვენთრისთან'' 1:2 დათმო. „უოტფორდის'' მოუგებელი სერია 4-მატჩიანია, ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, 45 ქულით მე-13 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 13 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „უოტფორდი'' „ბირმინგემს'' ესტუმრება (16 მარტი, 19:00).

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 33 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები