სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

სან ანტონიოს 50-ე მარცხი - მამუკელაშვილის 3 მოხსნა საკრამენტოსთან

NBA-ში „საკრამენტო კინგსმა’’ შინ „სან ანტონიო სპურსი’’ 131:129 დაამარცხა.

გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილი კვლავ სასტარტო ხუთეულის მიღმა დატოვა, თუმცა ამჯერად მცირე სათამაშო დრო მისცა. სანდრომ პარკეტზე 4 წუთი და 24 წამი გაატარა, მის აქტივში 3 მოხსნაა.

ბოლო პერიოდში სანდრომ ყველაზე მეტი სათამაშო დრო „იუტა ჯაზთან'' მიიღო, როცა პარკეტზე გატარებულ 13 წუთსა და 52 წამში მის ანგარიშზე 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. ამ შეხვედრის შემდეგ „სან ანტონიომ'' ზედიზედ 4 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა პოპოვიჩმა ამ 4 შეხვედრიდან მხოლოდ „ინდიანა პეისერთან'' ჩართო თამაშში, თუმცა მხოლოდ 22 წამით. დღეს სანდრო დაბრუნდა, თუმცა ცხადია ეს სათამაშო დრო მის ამბიციებს არ შეესაბამება.

„სან ანტონიო სპურსმა’’ 63-დან მხოლოდ 13 მატჩი მოიგო, „საკრამენტო კინგსთან’’ დღევანდელი მარცხი რიგით 50-ე იყო.

„სან ანტონიო სპურსი’’ შემდეგ შეხვედრას „გოლდენ სტეიტ უორიორსთან’’ სტუმრად გამართავს (10 მარტი, 05:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები