ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილი CIES-ის რჩეულებში - ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა

სპორტული კვლევების ობსერვატორიამ ოთარ კიტეიშვილი მსოფლიოს საუკეთესო შემტევი ნახევარმცველების რეიტინგის ოცეულში მეთექვსმეტე ადგილზე დაასახელა. „შტურმის“ ქართველი ლეგიონერის გარდა ავსტრიის ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი „ზალცბურგის“ წარმომადგენელი ოსკარ გლუხია.

რეიტინგის შედგენის დროს მხედველობაში მიღებულია მსოფლიოს მასშტაბით 28 ქვეყნის საფეხბურთო ლიგის შედეგები მიმდინარე წლის 27 თებერვლამდე. შეფასების მთავარ კრიტერიუმად ერთ მატჩში საშუალოდ განხორციელებული აჩქარება სახელდება, რომელიც მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს 1.29 აქვს. ეს კრიტერიუმი მოიცავს სამ კომპონენტს - ბურთის ფლობა, პრესინგი და ვერტიკალური მოედნის ხედვა.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ობსერვატორია 1995 წელს ფიფამ და ნევშატელის უნივერსიტეტმა ერთობლივად დააფუძნეს, რომელიც სხვადასხვა მონაკვეთებში საუკეთესო ფეხბურთელებს ექვს პოზიციაზე ასახელებს.

ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები