სუონსი, გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„მისგან სწორედ ამას ელიან“ - ბრიტანული პრესა ჩაკვეტაძის თამაშზე

ტრავმით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს საგოლე პასით დაუბრუნდა. „სუონსისთან“ საშინაო შეხვედრაში ის 43-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა და 59-ე წუთზე პორტეუსმა თავური დარტყმით ქართველი ნახევარმცველის მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაათანაბრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა გამოცემებმა ჩაკვეტაძის თამაშს უმაღლესი შეფასება მისცეს.

რას წერს მედია:

ეს არის ის, რასაც მისგან „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ვალერიან ისმაელი და ამ გუნდის ქომაგები ელიან. ქართველი ნახევარმცველი ხშირად ცდილობდა თამაშის საკუთარ თავზე აღებას და გამწვავებას, რაც ხშირ შემთხვევაში კარგად გამოსდიოდა. ასეთივე ფორმას თუ შეინარჩუნებს, სეზონის დარჩენილ მატჩებში გუნდს ძალიან დაეხმარება.

წლევანდელ ჩემპიონშიპში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე პასია. „უოტფორდი“ კი ოცდათექვსმეტი ტურის შემდეგ 45 ქულით მე-13 ადგილზეა.

ჩაკვეტაძის მომენტები სუონსისთან:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები