მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

სეხუდო: „მერაბთან არ უნდა მეჩხუბა“

UFC-ის სუპერმსუბუქი კატეგორიის მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ MMA Junkie-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ არ უნდა ებრძოლა.

სეხუდო ამბობს, რომ ბრძოლამდე საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც სტაფის წევრები მოუწოდებდნენ, რომ დვალიშვილის წინააღმდეგ არ ებრძოლა, თუმცა, ამერიკელმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. სეხუდო ბრძოლის დეტალებსაც იხსენებს.

რა თქვა სეხუდომ:

მასთან საკმაოდ ახლო კონტაქტში შევედი და ასე არ უნდა მექნა. არ მინდა ვთქვა, რომ მერაბს სათანადოდ არ ვაფასებდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ჭიდაობა გამომივიდოდა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიჭირდა. ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე საზარდულის ტრავმა მივიღე. მეუბნებოდნენ, რომ არ მეჩხუბა, მაგრამ მაინც წავედი, არ მინდოდა ჩახსნა, მაგრამ... მან ხელში ამიყვანა... დავმარცხდი... ალბათ, მწვრთნელებისთვის უნდა დამეჯერებინა.

ვამბობდი, რომ მარცხის შემთხვევაში კარიერას დავასრულებდი, მაგრამ ასე წასვლა არ მინდა, არ შემიძლია.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ რამდენიმე კვირის წინ, UFC-ის ორი წონის ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მე-10 გამარჯვება ჩაიწერა. სეხუდოსთან ბრძოლის შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი შემდეგში საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, მეტოქე კი „ჩიტო“ ვერასა და შონ ომალის შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე და თოფურია სექტემბერში, ვეგასში!“ - ომალი ილიასთან საბრძოლველად მზადაა
„მე და თოფურია სექტემბერში, ვეგასში!“ - ომალი ილიასთან საბრძოლველად მზადაა