საბა საზონოვი, ალესანდრო ბუონჯორნო
Aa
Aa

საზონოვმა შანსი ვერ გამოიყენა - ბუონჯორნო დაბრუნდა და ფიორესთან ითამაშა

სერია A-ს 27-ე ტურში „ტორინო’’ – „ფიორენტინა’’ 0:0 დასრულდა. საბა საზონოვი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. ტურინულ კლუბს საბა საზონოვის კონკურენტი ალესანდრო ბუონჯორნო დაუბრუნდა, რომელმაც ფლორენციულ კლუბთან მატჩამდე ტრავმის გამო  5 შეხვედრა გამოტოვა. 

ბუონჯორნოს არყოფნაში საბა საზონოვს სათამაშო დრო გაეზარდა, 23-ე ტურში „სალერნიტანასთან’’ სასტარტოში ითამაშა, თუმცა შეცდომები დაუშვა, რის გამოც ივან იურიჩმა სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა. მომდევნო ტურში „სასუოლოსთან’’ 7 წუთი ითამაშა, „ლეჩესთან’’ და „ლაციოსთან’’ ივან იურიჩმა ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, „რომასთან’’ მატჩში საბა საზონოვის კონკურენტმა მატეო ლოვატომ ტრავმა მიიღო და მე-14 წუთიდან საბამ ითამაშა, ტაიმის მიწურულს ქართველმა მცველმა პენალტი „აიკიდა’’, რომელიც პაულო დიბალამ გოლად აქცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბუონჯორნოს არყოფნით მიღებული შანსი საბა საზონოვმა ვერ გამოიყენა, ახლა კი, როცა ბუონჯორნო დაბრუნდა, საბას სასტარტოში თამაში გამორიცხულია. მაშინ როცა კონკურენცია მატეო ლოვატოსთან დათმო, ბუონჯორნოსთან კონკურენციის მოგების შანსი არ აქვს. 

22 წლის საბა საზონოვმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10-დან ორ შეხვედრაში სასტარტოში დაიწყო, მინდორზე 327 წუთი გაატარა (მსაჯის მიერ დამატებული დრო არ იგულისხმება). საბამ ერთადერთი ყვითელი ბარათი „სალერნიტანასთან'' მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები