ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, კოდი გაკპო
Aa
Aa

გაკპო: “მანჩესტერში გადავდიოდი, ლივერპულში გადასვლა ყველაზე სწორი იყო“

როგორც აღმოჩნდა, კოდი გაკპო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ამის შესახებ, ნიდერლანდელმა შემტევმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.

რა თქვა გაკპომ?

„იმ პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს ვიყავი. ერიკ ტენ ჰაგს დიდი ხანია ვიცნობ და მასთანაც ვისაუბრე, მაგრამ ბოლოს უარი ვთქვი და „ლივერპულში“ გადავედი. ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.“

ცნობისთვის, კოდი გაკპო მერსისაიდულ გრანდის ღირსებას 2023 წლის პირველი იანვრიდან იცავს.

ამ პერიოდის განმავლობაში, 24 წლის ნიდერლანდელმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 63-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპულს“ 4 ტიტულის მოგების შანსი აქვს. კლოპის გუნდმა ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო. პრემიერ ლიგას ლიდერობს, ევროპის ლიგის მერვედფინალშია და FA Cup-ის მეოთხედფინალში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დანიშნეთ დე ძერბი - გუარდიოლას რჩევა ბარსელონას
დანიშნეთ დე ძერბი - გუარდიოლას რჩევა ბარსელონას