გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

სარდალაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია

ძიუდოში, ტაშკენტის გრანდ სლემზე - 60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი ფინალშია, მისი მეტოქე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მასპინძელი დოსტონ რუზიევი იქნება.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, სარდალაშვილმა უზბეკ კამოლიდინ ბახტიიროვს, ტაჯიკ ჰაგდიდ გულოვსა და ყაზახ ელდო სმეტოვს სძლია. ნახევარფინალში 20 წლის სპორტსმენმა ფრანგი რომენ ვალდიეს ბარიერი დაძლია, ვაზარით აჯობა და ოქროს მედლამდე ერთი შეხვედრა აშორებს.

ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტაშკენტის გრანდ სლემზე: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე –60 კგ), ლაშა ნადირაძე (-66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (-73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე –100 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები