კარლო ანჩელოტი, ლუკა მოდრიჩი, კეპა არისაბალაგა, ნაჩო, არდა გიულერი
Aa
Aa

The Athletic: რეალის 4 ფეხბურთელი ანჩელოტის მიდგომებით უკმაყოფილოა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის" ზოგიერთი ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის ქმედებებით უკმაყოფილოა.

The Athletic-ის ცნობით, ეს მათი სათამაშო დროის შემცირებით არის განპირობებული, რასაც ანჩელოტი ფეხბურთელებს არ უხსნის.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა ჩვეულ დიპლომატიურ ტონს გადაუხვია, როცა ამ თემაზე ფეხბურთელებისგან კითხვები მიიღო. ანჩელოტი რეგულარულად პასუხობდა: „არ მჭირდება ახსნა-განმარტების გაკეთება". მას ურჩევნია არ განიხილოს თავისი გადაწყვეტილებები, თუ მოთამაშეები ახსნას პირდაპირ არ მოითხოვენ.

წყარო წერს, რომ გუნდში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოები არიან ლუკა მოდრიჩი, არდა გიულერი, ნაჩო ფერნანდესი და კეპა არიზაბალაგა.

მოდრიჩთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ლუკა გუნდში მისი შემცირებული როლით იმედგაცრუებულია. როდესაც მან კონტრაქტი გაახანგრძლივა, „რეალი“ დაჰპირდა, რომ მოედანზე უფრო რეგულარულად გამოჩნდებოდა. ლუკა თვლის, რომ მან უკვე აჩვენა, რომ გუნდში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ხორვატს სეზონის ბოლოს კლუბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობა შესთავაზეს, თუმცა მას საამისო ლიცენზია ჯერ არ აქვს და არც საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გეგმავს.

რაც შეეხება არდა გიულერს, ტრავმის შემდეგ, ის სათამაშო წუთებს იშვიათად იღებს და თურქი ანჩელოტის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. „თურქი მესი“ იმედგაცრუებულია და როგორც The Athletic-ი წერს, ფეხბურთელს დეპრესიული გრძნობა აქვს.

ასევე მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა ნაჩოც, რომელიც მის ამჟამინდელ ვითარებას უსამართლოს უწოდებს. იმავე ვითარებაშია კეპაც, რომელიც არ ელოდა, რომ ანჩელოტი მასზე მეტად ლუნინს ენდობოდა.

მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს „რეალს“ რამდენიმე მოთამაშე დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი მის ხელშია, ინტელექტუალი ბიჭია - მჭედლიძემ გოგლიჩიძეზე ისაუბრა
ყველაფერი მის ხელშია, ინტელექტუალი ბიჭია - მჭედლიძემ გოგლიჩიძეზე ისაუბრა