გიორგი მამარდაშვილი, კეპა არისაბალაგა
Aa
Aa

კეპა და კიდევ ერთი ვარიანტი | ვალენსია მამარდაშვილის წასვლას შეგუებულია

„ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის შემცვლელს ეძებს. ესპანური გამოცემის, El Gol Digital-ის ინფორმაციით, „ღამურები“ შეგუებული არიან, რომ „მამარდა“ ზაფხულში ადგილსამყოფელს გამოიცვლის და სურთ იპოვონ მეკარე, რომელიც მისი წასვლის შემდეგ, „ჩეს“ კარს დაიცავს.

El Gol Digital-ის მიხედვით, „ვალენსია“ „ჩელსის“ გოლკიპერს, კეპა არისაბალაგას, რომელიც „რეალშია“ განათხოვრებული, აქტიურად აკვირდება. ლონდონელები მის დაბრუნებას არ აპირებენ, კეპას შენარჩუნება არც „სამეფო კლუბს“ სურს და „ღამურები“ გეგმავენ, მის გარშემო შექმნილი ვითარებით ისარგებლონ.

ესპანური გამოცემის, Todofichajes-ის ცნობით, „ჩე“ მეორე ვარიანტზეც ფიქრობს და სტოლე დიმიტრიევსკის აკვირდება. ეს უკანასკნელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით, „ღამურები“ სწორედ მის გადაყვანას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის გასაყიდად მზადაა და ბოლო ინფორმაციით, მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვს. ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მას მონაწილეობა 25 შეხვედრაში აქვს მიღებული. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დანაკლისი ლუქსემბურგის ნაკრებში | საქართველოსთან ძირითადის მცველის გარეშე
დანაკლისი ლუქსემბურგის ნაკრებში | საქართველოსთან ძირითადის მცველის გარეშე