ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

გამარჯვება პირლოს გუნდთან - ლოჩოშვილის კარგი თამაში სამპდორიასთან

იტალიის სერია B-ს 27-ე ტურში ჯოვანი სტროპას გაწვრთნილი „კრემონეზე’’ ანდრეა პირლოს „სამპდორიას’’ ესტუმრა და 3 ქულა მოიპოვა, გენუელები შინ 1:2 დამარცხდნენ.

ანგარიში სტუმრებმა მე-5 წუთზე იონსენის გოლით გახსნეს, თუმცა მე-13 წუთზე წონასწორობა აღდგას, კუთხურისას დანიელე გილარდიმ გაიტანა, მას ლოჩოშვილის მეურვეობდა, თუმცა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ქართველს აჯობა.

 

70-ე წუთზე ფალეტიმ გამარჯვების გოლი გაიტანა, ამ გოლმა კრემონელებს 3 ქულა მოუპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლისას შეცდა, საერთო ჯამში ლუკამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაც განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის, დაცვაში საიმედო იყო და შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. მინდორზე 4-დან 1 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 4-დან ორ დუელში გამარჯვებული გამოვიდა. 58-დან 47 პასი ზუსტად შეასრულა.

გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ლუკას დღევანდელი თამაშიდან.

 

ასევე გეტყვით, რომ ჯოვანი სტროპამ ქართველი მცველი სასტარტოში ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა. ამ სეზონში ლუკამ კრემონულ კლუბში 17 მატჩი ჩაატარა, 15 - ჩემპიონატში, 2 - თასზე.

27 ტურის შემდეგ „კრემონეზეს'' ანგარიშზე 60 ქულაა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „პარმას'' 6 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში „კრემონეზე'' „მოდენას'' ესტუმრება (3 მარტი, 21:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები