საბა საზონოვი
Aa
Aa

„ბევრი პოზიციური შეცდომა დაუშვა“ | როგორ შეაფასა იტალიურმა პრესამ საზონოვის თამაში

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, საბა საზონოვის „ტორინო“ სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდა. „გრანატამ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო და „ჯალოროსისთან“ 2:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში მე-14 წუთზე ჩაერთო და ტრავმირებული მატეო ლოვატო შეცვალა. საზონოვს ცუდი მატჩი ჰქონდა, 42-ე წუთზე პენალტი აიკიდა და იტალიური გამოცემების მიხედვით, უამრავი პოზიციური შეცდომა დაუშვა.

Tuttomercatoweb: „42-ე წუთზე ბავშვური შეცდომა დაუშვა და აზმუნზე დაჯარიმდა, რამაც შეხვედრის მთავარ არბიტრს რომასთვის პენალტის დადება გადააწყვეტინა. ამის შემდეგ, ზედმეტად ბევრი პოზიციური შეცდომა დაუშვა“.

Toronews.it: „უფრო და უფრო აშკარა ხდება, ზამთარში მატეო ლოვატოს გაფორმება რატომ გადაწყდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა, რომლის შემდეგაც, რომამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი პენალტი მიიღო. როცა მოედანზე რომელუ ლუკაკუ შევიდა, საზონოვს პრობლემები შეექმნა“.

Toro.it: „ძალიან დაუფიქრებლად იმოქმედა, როცა აზმუნზე დაჯარიმდა და რომას პენალტი აჩუქა. ქართველ ფეხბურთელს ცუდი საღამო ჰქონდა“.

Calciomercato: „მთელი დაცვის ხაზი მას ჰგავდა. საზონოვმა ბავშვური და უმიზეზო პენალტი აიკიდა, შემდეგ კი რამდენიმე შეცდომა დაუშვა და არასრულყოფილი თამაში აჩვენა“.

შეგახსენებთ, რომ „რომასთან“ წაგების შემდეგ, „ტორინოს“ 36 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „გრანატას“ მომდევნო შეხვედრა 3 მარტს ელის და „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: „ბარსას და პსჟ-ის ინტერესი? ყველაფერი მაისში გადაწყდება“
ჯუღელი: „ბარსას და პსჟ-ის ინტერესი? ყველაფერი მაისში გადაწყდება“