მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

კონტრაქტზე ისევ ვერ თანხმდებიან - დევისი რეალს უახლოვდება

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას გეგმავს. ცნობილია, რომ „სამეფო კლუბს“ ალფონსო დევისის გადაბირება სურს.

Sky Germany-ს ცნობით, დღეს ფეხბურთელისა და კლუბის სპორტულ დირექტორს შორის შეხვედრა შედგა, სადაც კანადელი უკანახაზელის მომავალზე ისაუბრეს.

დევისის მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა, თუმცა „რეკორდმაისტერი“ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს. ეს კი „რეალში“ ტრანსფერს სულ უფრო რეალურს ხდის.

წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდი მიმდინარე წლის ზაფხულში „ბაიერნს“ ალფონსოს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს შესთავაზებს, ხოლო მაქსიმალურ თანხად 50 მილიონი ევრო სახელდება.

მიუნხენში თვლიან, რომ „სამეფო კლუბი“ მაქსიმალურად ცოტა თანხის გადახდას შეეცდება, რადგან 23 წლის მცველს კონტრაქტი 2025 წელს უმთავრდება. „ბაიერნი“ მაქსიმალურად ეცდება საკუთარი ფეხბურთელის შენარჩუნებას, თუმცა, თუ Sky Germany-ს დავუჯერებთ, დევისის გარემოცვა მადრიდში გადასაბარგებლად ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რამოსი დიდ პატივისცემას იმსახურებს“ - ანჩელოტი სევილიასთან მატჩის წინ
“რამოსი დიდ პატივისცემას იმსახურებს“ - ანჩელოტი სევილიასთან მატჩის წინ