ლიონი, მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: “გულშემატკივრების გაბრაზების მესმის“

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მეცმა“ „ლიონს“ უპასუხა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, რომელმაც დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

წაგების შემდეგ, გულშემატკივრები ძალიან გაბრაზდნენ და მატჩის დასრულების შემდეგ, მოედანზე შეცვივდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელმძღვანელობის და მწვრთნელის გადადგომაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა.

მიქაუტაძე:

„გულშემატკივრების გაბრაზების მესმის. ბოლოს 10 თამაშის წინ მოვიგეთ. ქომაგები იმედგაცრუებულები არიან და ახლა თავს ჩვენც ასე ვგრძნობთ. მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ და წარმატების მისაღწევად გამუდმებით ცოტა გვაკლდება. იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ მალე შეიცვლება.“

შეგახსენებთ, რომ 23 ტურის შემდეგ, „მეცს“ სატურნირო ცხრილში 17 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-17 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ნანტს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 3 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მიქაუტაძის გოლი ლიონის კარში

 

 

                                                                                                                                                            

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: კალცონამ იცის, რომ კვარას სეზონის გადარჩენა შეუძლია
Corriere dello Sport: კალცონამ იცის, რომ კვარას სეზონის გადარჩენა შეუძლია