გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რა შემთხვევაში დატოვებს ვალენსიას | Relevo მამარდაშვილის მომავალზე წერს

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Relevo-მ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებაზე დაწერა. „მამარდა“ ევროპული გრანდების რადარზე იმყოფება და ამას Relevo-ც ადასტურებს.

ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, მამარდაშვილის თამაშის სანახავად ვალენსიაში პრემიერ ლიგის კლუბების წარმომადგენლები ჩავიდნენ და „მესტალიაზე“ გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ. ისინი გიორგის დაკვირვებას განაგრძობენ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ელოდებიან, რათა „ღამურებს“ დაუკავშირდნენ.

Relevo-ს ცნობით, მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ბედნიერია და „ჩეს“ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ მიიღებს წინადადებას კლუბისგან, რომლის რიგებშიც თამაში კარიერული წინსვლის ტოლფასი იქნება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გიორგი წავიდა, გადავა გუნდში, რომელსაც ღამურებზე დიდი სპორტული ამბიციები აქვს“, - წერს ესპანური გამოცემა.

Relevo-ს ინფორმაციით, „ვალენსია“ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის ემზადება და მამარდაშვილის შემცვლელს ეძებს. „მესტალიის“ ბინადრების სიაში პირველ ადგილს „რაიოს“ მეკარე, სტოლე დიმიტრიევსკი იკავებს. „ღამურები“ მას უკვე დაუკავშირდნენ და 30 წლის ფეხბურთელი „მესტალიაზე“ გადასვლის პერსპექტივით მოხიბლულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისნაირი მოთამაშეები თითზე ჩამოსათვლელი არიან“ | სავიოლა კვარაზე
„მისნაირი მოთამაშეები თითზე ჩამოსათვლელი არიან“ | სავიოლა კვარაზე