ანასტასია გოტფრიდი, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

1 ოქრო და 2 ვერცხლი - გოტფრიდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

გოგონებში, 87+ კგ. წონით კატეგორიაში ანასტასია გოტფრიდმა ატაცში სამივე ცდა წარმატებულად გამოიყენა და 111, 115 და 117 კილოგრამების დაძლევით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, გოტფრიდი ოქროს მედალსაც დაეუფლა.

რაც შეეხება აკვრას, პირველ ცდაზე გოტფრიდი 128 კილოგრამს გაუმკლავდა, მეორე ცდაზე 133 კგ. დაძლია და გამოსვლა 140 კილოგრამის აწევით დაასრულა. წარმოშობით უკრაინელმა ძალოსანმა აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ორჭიდის ჯამში 257 კილოგრამის დაფიქსირებით ევროპის ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად, კიდევ ერთი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი დღეს ლაშა ტალახაძისა და ბაქარ თურმანიძის გამოსვლით დაიხურება. მძიმეწონოსანი ძალოსნები ფიცარნაგზე საქართველოს დროით 18:00 საათიდან წარდგებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები