მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი
Aa
Aa

„ასეთი დამოკიდებულება არ მომწონს“ | რა თქვა დენა უაითმა მერაბზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. უაითმა განაცხადა, რომ „მანქანის“ მომდევნო ჩხუბი სატიტულო დაპირისპირება იქნება, თუმცა, დასძინა, რომ ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლაზე უარის თქმა, UFC-სთვის მოსაწონი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„დიახ, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის მომდევნო პრეტენდენტია. დღეს, ძალიან კარგად გამოიყურებოდა და გააკეთა ის, რაც საჭირო იყო. ჩემი აზრით, MMA-ში 3-წლიანი პაუზის აღება და შემდეგ დაბრუნება, არ შეიძლება. ამას კარგი არავისთვის არაფერი მოუტანია. სეხუდო პირველ რაუნდში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე და მესამე რაუნდებში დაღლა დაეტყო, მერაბი კი დროის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო უკეთ გამოიყურებოდა.

დვალიშვილი იყო მდგომარეობაში, როცა საკუთარ მეგობართან ჩხუბზე უარს ამბობდა და ყველამ იცით, UFC-ში ეს როგორ გვიყვარს (ირონიულად ამბობს). მერაბით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვყოფილვარ და ეს დამოკიდებულება არ მომწონს. ყველას უნდა ეჩხუბო და უარი არავისთან ბრძოლაზე არ უნდა თქვა. მანქანა გავიდა და ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა, რომელმაც კარიერა ერთხელ უკვე დაასრულა. დღეს მერაბის დღე იყო. მარტივად მოიგო და თუ სეხუდოს უნდა, კიდევ ერთხელ წავიდეს“.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ის ფარგლებში ჰენრი სეხუდო დაამარცხა. „მანქანამ“ ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია (29:28, 29:28, 29:28) და საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბი მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ჩემპიონი გვყავს! | ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა
ქართველი ჩემპიონი გვყავს! | ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა