ხავიერ ძანეტი, ჯინო პერუცი
Aa
Aa

„ჩემს თავს მაგონებს“ | რას ამბობდა ხავიერ ძანეტი თელავის ახალწვეულზე

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და 11 ფეხბურთელი დაიმატა. ერთ-ერთი მათგანი არგენტინელი მოთამაშე, ჯინო პერუცია. მისი კარიერა „ველეს სარსფილდში“ დაიწყო და კარგი თამაშის წყალობით, ხავიერ ძანეტის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

„პერუცი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც ვახსენე, როცა პერსპექტიულ არგენტინელ მოთამაშეებზე ვსაუბრობდი. მისი თამაში რამდენჯერმე მინახავს და უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის მომწონდა. პერუცი ჩემს თავს მაგონებს, როცა კარიერას ვიწყებდი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მჯერა, წარმატების მიღწევა შეუძლია“, - განაცხადა ძანეტიმ წლების წინ პერუციზე.

31 წლის ჯინო პერუცი მცველია. 2006 წელს „ველეს სარსფილდში“ მიიწვიეს, მაგრამ არასრულწლოვანი იყო და მშობლების გადაწყვეტილებით გუნდში თამაშზე უარი თქვა. თუმცა, 2010 წელს კარიერა მაინც ამ გუნდში დაიწყო. 2013 წელს კი იტალიში გადავიდა და 2015 წლამდე სერია B-ს „კატანიაში“ თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 1 მარტს, ბათუმის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ მატჩით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლოვატო ითამაშებს თუ საზონოვი?“ | ივან იურიჩის პასუხი
„ლოვატო ითამაშებს თუ საზონოვი?“ | ივან იურიჩის პასუხი