რამინი შამილიშვილი, შოთა მიშველიძე, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

„წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა“ - შამილიშვილის და მიშველიძის კომენტარები

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებულად დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ძალოსნებმა 4 მედლის მოპოვება შეძლეს. 55 კგ. წონით კატეგორიაში რამინი შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდის ჯამში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოგვიანებით კი 61 კგ. წონით კატეგორიაში თავი შოთა მიშველიძემ გამოიჩინა, რომელმაც ასევე ატაცსა და ორჭიდში ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ასპარეზობის დასრულების შემდეგ, ქართველმა ძალოსნებმა კონტინენტის პირველობაზე თავისი გამოსვლა შეაფასეს.

დღეს, საქართველოს სახელით ტურნირზე მხოლოდ ერთი ძალოსანი წარდგება. თბილისის დროით 22:00 საათიდან ფიცარნაგზე 67 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძეს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრინჯაო ატაცსა და ორჭიდში - მიშველიძის წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე
ბრინჯაო ატაცსა და ორჭიდში - მიშველიძის წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე