ლივერპული, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

კარგი ამბავი - სალაჰმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა

„ლივერპულის“ ბანაკში სასიამოვნო ინფორმაციაა. ცნობილი გახდა, რომ მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ეგვიპტელი სუპერვარსკვლავის დაბრუნების შესახებ, კლუბის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან გავიგეთ.

შეგახსენებთ, რომ სალაჰმა ტრავმა აფრიკის თასზე მიიღო და ამის გამო ინგლისში დაბრუნება მოუწიო. „ფარაონმა“ დაზიანების გამო „ჩელსისთან“ და „არსენალთან“ დაპირისპირება გამოტოვა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 31 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „ლივერპულს“, მერსისაიდული გრანდი პრემიერ ლიგაში 54 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა მეორე პოზიციაზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც 52 ქულა აქვს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხარდაჭერა ვოლკანოვსკის | კრიშტიანუ რონალდუ ილიას მეტოქისკენაა
მხარდაჭერა ვოლკანოვსკის | კრიშტიანუ რონალდუ ილიას მეტოქისკენაა