ტორინო, საბა საზონოვი, ივან იურიჩი, მატეო ლოვატო
Aa
Aa

იურიჩის დილემა - საზონოვი თუ ლოვატო?

„ტორინოსთან“ დაახლოებული სააგენტო Toro.it-ი საქართველოს ნაკრებისა და ტურინული გუნდის მცველ, საბა საზონოვის შესახებ წერს და სერია A-ს მომდევნო ტურში, „ლეჩეს“ წინააღმდეგ მისი თამაშის შანსებს განიხილავს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ბუონჯორნოს ტრავმიანობის პერიოდში საზონოვის სასტარტო შემადგენლობაში თამაშის ალბათობა მაღალია, თუმცა, ქართველმა მცველს კონკურენციის გაწევა „ტორინოს“ ახალწვეულ მატეო ლოვატოსთან მოუწევს.

რა წერია სტატიაში:

დაცვის ხაზში ალესანდრო ბუონჯორნოს ტრავმის შემდეგ, როგორც ჩანს, საბა საზონოვის დრო საბოლოოდ მოვიდა. ნაწილობრივ, ასე გვეგონა „სალერნიტანასთან“ მატჩის დროსაც, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, თუმცა, ქართველმა მცველმა სუსტი მატჩი ჩაატარა და ბევრ ეპიზოდში უყურადღებობას იჩენდა. რა თქმა უნდა, მისგან უფრო მეტს ველოდით მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ის სერია A-ს გარემოს გაეცნო. სწორედ ამის გამო, იურიჩმა „სასუოლოსთან“ მატჩში საზონოვი სკამზე დააბრუნა, მის მაგივრად კი სასტარტოში ახალწვეული ლოვატო დააყენა. თუმცა, ამ უკანასკნელსაც არ ჰქონია თავისი საუკეთესო მატჩი.

სანამ ალესანდრო ბუონჯორნო მხრის ტრავმისგან არ გამოჯანმრთელდება, იურიჩს მოუწევს იცხოვროს ფიქრით, ვინ ათამაშოს დაცვის ცენტრში მომდევნო თამაშებში. საზონოვმა „სალერნიტანას“ წინააღმდეგ აშკარად გაუცრუა იმედები, თუმცა, ლოვატომ ზუსტად იგივე „სასუოლოს“ წინააღმდეგ გააკეთა. „ტორინოს“ ახალწვეულს გაშვებული გოლის ეპიზოდში უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებდა და დარტყმა უნდა დაებლოკა. შემდეგ კი ყვითელი ბარათი მიიღო და რომ არა მოგვიანებით მსაჯის აშკარა დანდობა, დიდი ალბათობით წითელ ბარათსაც მიიღებდა. მოკლედ, როგორც საზონოვს, ისე ლოვატოს არც თუ ისე კარგი მატჩი ჰქონდათ ჯერ „სალერნიტანასთან“, შემდეგ კი „სასუოლოსთან“.

რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ, რომ უფრო მეტი გასცენ, სხვა შემთხვევაში კი იურიჩი ალტერნატიულ ვარიანტს დაუბრუნდება, რაც ტამეზეს დაცვის ცენტრში დაყენებას გულისხმობს. დრო კი თითქმის არ არის. „ლეჩესთან“ მატჩი მათთვის გარდამტეხი მომენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ლეჩეს“ მატჩი 16 თებერვალს, საქართველოს დროით 22:00 საათზე ტურინში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას მთავარი პრობლემა ესაა...“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
„კვარაცხელიას მთავარი პრობლემა ესაა...“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი