ლაშა ტალახაძე, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

ევროპის საუკეთესო ძალოსანი - ლაშა ტალახაძის მორიგი აღიარება

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო ევროპელ ძალოსნად დაასახელეს.

ქართველი ძალოსანი კონტინენტის საუკეთესოდ ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრების მიერ, ხმის მიცემის შედეგად ცნო. ტალახაძემ ჯილდო ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ჩაიბარა.

ლაშა ტალახაძემ 2023 წელს კარიერაში მეშვიდედ შეძლო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში ძალოსანთა ჩემპიონატი 13 თებერვლიდან დაიწყება, ლაშა ტალახაძე კი ფიცარნაგზე ტურნირის დასკვნით დღეს, 20 თებერვალს წარდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები