ჰარი კეინი
Aa
Aa

კეინი: ეს მტკივნეული მარცხი იყო, ბურთს სწრაფად ვკარგავდით

ჰარი კეინმა „ლევერკუზენთან“ მარცხის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და მიმდინარე სეზონი შეაფასა.

„ბურთის ფლობისას კარგად ვერ ვითამაშეთ. ვფიქრობ, ჩვენ კარგი პრესინგი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მეორეშიც კი, მაგრამ ყოველთვის, როცა ბურთს ხელთ ვიგდებდით, მაშინვე ვკარგავდით. ამან მეტოქეს კარგი ტემპის პოვნის საშუალება მისცა.

ბოლო მესამედში და ერთი-ერთზე თამაშში კარგები არ ვიყავით. ასევე ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც. ეს მატჩი მართლაც გულდასაწყვეტი იყო, განსაკუთრებით ბურთით მოქმედების ასპექტში.

ახლა მეტოქეს ხუთი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია. ეს მარცხი მტკივნეულია, გვინდოდა განსხვავებული შედეგი მიგვეღო, მაგრამ ახლა კონცენტრირება გვჭირდება. პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე. წინ ბევრი მატჩია. მაქსიმალური ქულების დაგროვება უნდა ვცადოთ“.

- ამ გამარჯვების შემდეგ ლევერკუზენი ფავორიტი გახდა?

„ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, არამედ ყველას ჩვენს გარშემო. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება საკუთარ თავზე, წინსვლაზე, გავხდეთ უკეთესი. ვიცით ეს. თამაშები ინტენსიური და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ გეგმები სწრაფად უნდა შევცვალოთ“,

- თქვა კეინმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ბელინგემი ზიდანს მაგონებს
ანჩელოტი: ბელინგემი ზიდანს მაგონებს