საქართველომ ნიდერლანდები დაამარცხა - 5 ლელო და სანახაობრივი მატჩი ავჭალაში
Aa
Aa

საქართველომ ნიდერლანდები დაამარცხა - 5 ლელო და სანახაობრივი მატჩი ავჭალაში

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა ავჭალაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს 33:10 მოუგო.

პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ გერმანიას სტუმრად 28:17 მოუგო.

რიჩარდ კოკერილის გუნდმა შემტევი და აგრესიული რაგბი ითამაშა. გააზრებული შეტევებითა და ლამაზი ლელოებით. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში 2 ლელო დადო. მეტოქის საჯარიმოს შემდეგ, მიშიკო პაპუნაშვილისა და აკაკი ტაბუცაძის ლელოები ვიხილეთ, რასაც მატკავას ორი ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა.

მეორე ტაიმში სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. ნიდერლანდების ნაკრები „ბორჯღალოსნების“ ზეწოლას ვერ უძლებდა და ეს სულ უფრო აშკარა ხდებოდა.

შესვენების შემდეგ გიო კვესელაძის ჩინებული თამაში და 2 ლელო ვიხილეთ. მეორე შემთხვევაში უკანა ხაზის გააზრებული თამაში გამოსარჩევია.

შეხვედრის მეხუთე ლელო ილია სპანდერაშვილმა დადო და ანგარიში 31:3 გახადა.

ბოლო წუთებში დისციპლინის მხრივ საქართველოს ნაკრებმა მოუკლო, რაც 2 ყვითელი ბარათითა და მეტოქის ლელოთი დასრულდა. საბოლოოდ 33:10.

შეგახსენებთ, რომ მე-3 ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს შინ, ჯგუფში მთავარ კონკურენტ ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა