მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

მეცის მწვრთნელი: მიქაუტაძის მოქმედება მატჩის საკვანძო მომენტი იყო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს ჩემპიონატის ეგიდით, ზედიზედ 7 თამაში ჰქონდა წაგებული, მაგრამ „სტად ველოდრომზე“ ქულა აიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ მიქაუტაძეს მიუძღვის.

გიორგი მიქაუტაძე სასტარტოში იყო, აქტიურობდა და პირველ ტაიმში მასპინძელთა კაპიტანი მოედნიდან გააგდებინა, თუმცა იყო არასასიამოვნო მომენტებიც, როცა ქართველი ფორვარდის წინააღმდეგ უხეშობას მიმართეს, რამაც საბოლოოდ მიქაუტაძეს 90 წუთის თამაშის საშუალება არ მისცა.

მატჩის შემდეგ, „მეცის“ მწვრთნელი ლასლო ბოლონი მიქაუტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხო.

„კარგი და საჭირო ქულა მოვიპოვეთ. მიქაუტაძის ასწრაფება და მეტოქის კაცნაკლული დარჩენა შეხვედრის საკვანძო მომენტი იყო. ჟორჟმა დიდი ძალისხმევა გაიღო, რომ მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნებულიყო. იმედი მაქვს, რომ რენტგენი მის მოტეხილ ნეკნს არ გვაჩვენებს...“

- განაცხადა ბოლონიმ.

აქვე გეტყვით, რომ 21 ტურის შემდეგ, „მეცს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. ლასლო ბოლონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს გამართავს და „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Repubblica: მაცარი მილანს უფრთხის, კვარას ახალი პოზიცია გარკვეულია
Repubblica: მაცარი მილანს უფრთხის, კვარას ახალი პოზიცია გარკვეულია