ირაკლი აფციაური
Aa
Aa

მე-4 ქართველი ლიონში - ირაკლი აფციაური TOP 14-ში

საფრანგეთის TOP 14-ში კიდევ ერთი ქართველი მორაგბე ითამაშებს. ირაკლი აფციაური „ლიონთან“ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

21 წლის შერკინების ბურჯი მიმდინარე სეზონში საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში „გრენობლში“ თამაშობდა, სადაც 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელოს დადება შეძლო.

აფციაურს „ლიონში“ 3 ქართველი მორაგბე დახვდება - ბექა საღინაძე, ლუკა ხორბალაძე და დავით ნინიაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ „ლიონს“, გუნდი ამჟამად არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. 24 ქულით 14-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ გუნდებს შორის მოიაზრებიან.

„ლიონი“ მომდევნო ტურში შინ „ლა როშელს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტესტმატჩი ივლისში | ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან
ტესტმატჩი ივლისში | ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან