გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ორლანდოს გამარჯვება სან ანტონიოსთან - ბითაძის მცირე სათამაშო დრო

NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა’’ შინ „სან ანტონიო სპურსი’’ 127-111 დაამარცხა.

ჯამალ მოსლიმ გოგა ბითაძეს კვლავ მცირე სათამაშო დრო მისცა, ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 2 წუთი და 53 წამი გაატარა. გოგას სტატისტიკა ყველა კუთხით ნულოვანია, თითქმის სამ წუთში ვერაფერი მოასწრო.

ჯამალ მოსლიმ გოგას „მაიამისთანაც'' მსგავსი დრო მისცა, შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთითა და 7 წამით ადრე, როცა „ორლანდო“ 93:117-ს აგებდა, „მეჯიქის“ თავკაცმა, ჯამალ მოზლიმ ბითაძე პარკეტზე შეუშვა. ქართველმა კალათბურთელმა 3 წუთში 1 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოასწრო. ბითაძეს მეტოქის კალათისთვის არ შეუტევია და 1 დაკარგვა ჰქონდა.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, გრეგ პოპოვიჩმა თამაშის ბოლომდე სკამზე დატოვა. ამ სეზონში სანდროს გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია, 52-დან მხოლოდ 10 შეხვედრა მოიგო, 42 დათმო. დასავლეთ კონფერენციაში გამოკვეთილი აუტსაიდერია, ბოლო პოზიციაზეა. „სან ანტონიო’’ შემდეგ ტურში „ბრუკლინს’’ ესტუმრება (11 თებერვალი, 03:00)

„ორლანდო მეჯიქმა’’ 52-დან 28 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. გოგას გუნდი შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში „ჩიკაგოსთან’’ ჩაატარებს (11 თებერვალი, 04:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები