ჯიმი ბატლერი, ტაილერ ჰირო, ბემ ადებაიო, სანდრო მამუკელაშვილი, დევინ ვესელი, ტრე ჯონსი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილის ჩატენვა და 2 ასისტი | სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო. გრეგ პოპოვიჩის ბიჭები „მაიამი ჰიტს“ სტუმრად დაუპირისპირდნენ და მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა, მაინც დამარცხდნენ.

მატჩის საწყისი სამი მეოთხედი ქულა-ქულაში წარიმართა და მეოთხე პერიოდის დაწყებამდე, „სან ანტონიოს“ ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულას შეადგენდა. „მაიამიმ“ „სპურსი“ გადამწყვეტ პერიოდში გატეხა, რომელიც 38:27 მოიგო და საბოლოოდ, 116:104 იმარჯვა.

მამუკელაშვილი პარკეტზე საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 23 წამით ადრე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 17 ქულით აგებდა. ქართველმა კალათბურთელმა, მცირე დროში, 2 ქულა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „მამუმ“ 1 ჩატენვა შემოგვთავაზა, 1 სამქულიანი კი გააცუდა.

„სან ანტონიოს“ მხრიდან 19-19 ქულით დევინ ვესელი და ტრე ჯონსი გამოირჩნენ, ვიქტორ ვემბანიამას კი 18 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი და 1 დაფარება ჰქონდა. „მაიამის“ რიგებში საუკეთესო ტაილერი ჰირო იყო - 24 ქულა, 7 ასისტი. ბემ ადებაიომ 20 ქულა დააგროვა, ჯიმი ბატლერმა კი სამმაგი დუბლი გააკეთა - 17 ქულა, 11 მოხსნა, 11 ასისტი.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 10 მოგება და 41 წაგება აქვს. მამუკელაშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 9 თებერვალს ელის და „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo: ტოპ 10 მარცხენა გარემარბი - კვარა მე-4, ვინისიუსი პირველი
FourFourTwo: ტოპ 10 მარცხენა გარემარბი - კვარა მე-4, ვინისიუსი პირველი