ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრები, შოთა თოფურია, გიორგი ჩიმაკაძე, ვახტანგ კეკელია, გიორგი ღავთაძე
Aa
Aa

ჩიმაკაძის დუბლი - ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი 4:2 დაამარცხა

ფუტსალში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი 4:2 დაამარცხა. წლის პირველი შეხვედრა ქართველმა მოთამაშეებმა წარმატებით დაასრულეს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, ვახტანგ კეკელიამ ანგარიში გახსნა, გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი შეასრულა. მესამე გოლისას გიორგი ღავთაძემ მარჯვენა ფლანგზე ბრწყინვალედ იმოქმედა და მისი საგოლე პასით ჩიმაკაძემ მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში საბოლჩ მანიამ სხვაობა შეამცირა, თუმცა შოთა თუფურიამ საკუთარი ნახევრიდან ზუსტად დაარტყა და ბრწყინვალე გოლით სამბურთიანი სხვაობა აღდგა. მატჩის საბოლოო ანგარიში ატილა გალიმ დააფიქსირა.

 

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბუკია, რონინიო, ჩიმაკაძე, თოდუა, ღავთაძე

სათადარიგოთა სკამი: ტერუნაშვილი, თოფურია, ბექაური, გაბრიჩიძე, ფარცვანია, კეკელია, ჯვარაშვილი, სვანიძე, ბერეჩიკიძე, გიორგაია, კვარაცხელია

ხვალ, 7 თებერვალს საქართველო-რუმინეთის მეორე ამხანაგური მატჩი გაიმართება. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები