ტოჩინოშინი
Aa
Aa

ლეგენდა გააცილეს - სუმოს სამყარო ტოჩინოშინს დაემშვიდობა

იაპონიაში, ტოკიოში ლევან გორგაძის სუმოდან გაცილების ცერემონია გაიმართა. იაპონურმა წყაროებმა გაავრცელეს ვიდეო, როცა ქართველს თმას აჭრიდნენ. ეს ცერემონია მაშინ იმართება ხოლმე, როცა სუმოისტი დიდი სპორტიდან მიდის.

ქართული სუმოს ქომაგების გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ლევან გორგაძემ იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს გაცილების ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები უსასყიდლოდ გადასცა, ამისთვის კი მათ იაპონიაში მოქმედ საქართველოს საელჩოს მიმართეს.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინის პროფესიონალურ სუმოში დებიუტი 2008 წელს შედგა. კარიერის განმავლობაში ქართველმა სუმოისტმა ერთხელ იმპერატორის თასის მოიგო და სამჯერ გახდა ჯურიოს დივიზიონის გამარჯვებული. უმაღლესი ტიტული, რომელსაც ტოჩინოშინმა სუმოს სამყაროში მიაღწია, ოძეკის წოდება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები