ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

NBA: იოკიჩის სამმაგი დუბლი - დენვერმა პორტლენდს მოუგო

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს ამჯერად სათამაშო წუთები არ მიუღიათ. „ორლანდომ“ „მინესოტას“ 108:106 მოუგო. „სან ანტონიომ“ კი „ნიუ ორლეანთან“ 113:114 წააგო.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა „დენვერის“ რიგებში ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა და „პორტლენდს“ 120:108 მოუგეს.

სერბმა შეხვედრაში 38:15 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი 27 ქულა, 22 მოხსნა, 12 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო. ეს მის კარიერაში მე-6 სამმაგი დუბლია, რომელშიც 20/20 დააფიქსირა.

„დენვერმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედიდან მოიპოვა, როცა 33:20 მოიგო. ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

„პორტლენდის“ რიგებში სკოტ ჰენდერსონმა 30, ხოლო ენფერნი სიმონსმა 29 ქულა ჩააგდო.

დასავლეთ კონფერენციაში „დენვერი“ 50 მატჩის შემდეგ, 34 მოგებითა და 16 მარცხით მე-4 პოზიციაზე იმყოფება. „პორტლენდი“ კი 15 მოგებითა და 34 მარცხით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 8 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივად მოიგო
შერმადინის 8 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივად მოიგო