ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა!
დუშეთში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა.
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დღეს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამი დააფიქსირა და საკუთარი რეკორდი, რომელიც 217 კილოგრამი იყო, თავადვე გააუმჯობესა.
აქვე გეტყვით, რომ 28 ნოემბერს საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელსაც ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.