მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

სენდჰეგენი: „სეხუდო უკეთესი სტრაიკერია, მჯერა, მერაბს მოუგებს“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბზე პროგნოზი გააკეთა. სენდჰეგენმა „ტრიპელ სის“ მხარე დაიჭირა და მისი გამარჯვება ივარაუდა.

„მერაბისა და სეხუდოს ჩხუბი საინტერესო უნდა გამოვიდეს. ჩემი აზრით, ჰენრი უკეთესი სტრაიკერია, ჭიდაობით კი ერთმანეთს გაანეიტრალებენ. სეხუდო უფრო აგრესიული მებრძოლია და სურს, მეტოქეს ტკივილი მიაყენოს. მერაბს განსხვავებული სტილი აქვს. იგი მეტოქეების დაღლაზეა ორიენტირებული და არ აქვს ისეთი ხასიათი, რომ მოწინააღმდეგისთვის სერიოზული ზიანისა და ტკივილის მიყენება მოისურვოს, რაც უპირატესობას სეხუდოს აძლევს.

ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და თან, სეხუდო ბევრად კარგი სტრაიკერია. როცა ჭიდაობა ნეიტრალდება, მითუმეტეს 15-წუთიან ბრძოლაში, გადამწყვეტი სხვა კომპონენტები ხდება და მგონია, რომ სეხუდო გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და სეხუდოს ბრძოლა UFC 298-ზე გაიმართება და 3-რაუნდიანი იქნება. ამავე ღონისძიების მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძის მომდევნო მეტოქე: „რომანი კარგი მებრძოლია, გრეპლინგში ძლიერია“
დოლიძის მომდევნო მეტოქე: „რომანი კარგი მებრძოლია, გრეპლინგში ძლიერია“