ტრეი იანგი, ლებრონ ჯეიმსი, ოსტინ რივზი, ბოგდან ბოგდანოვიჩი
Aa
Aa

ზედიზედ მეორე მარცხი | ლებრონის ლეიკერსმა ატლანტასთან წააგო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. ლებრონ ჯეიმსის გუნდს სტუმრად თამაში უჭირს და „ჰიუსტონ როქეთსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „მეფემ“ და კომპანიამ „ატლანტა ჰოუქსსაც“ ვერაფერი მოუხერხეს.

ჯორჯიელები მთელი მატჩის განმავლობაში უკეთესად გამოიყურებოდნენ. მესამე მეოთხედში „ატლანტა“ 20-ქულიან უპირატესობას ფლობდა, „ლეიკერსს“ ყველა პერიოდი მოუგო და საბოლოოდ, 138:122 იმარჯვა.

„ჰოუქსის“ რიგებში საუკეთესო ტრეი იანგი იყო - 26 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა. დეჟონტე მიურეიმ 24 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯეილენ ჯონსონს 19 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 18 ქულა იყო. „ლეიკერსს“ 28 ქულითა და 6 პასით ოსტინ რივზმა ულიდერა. ლებრონ ჯეიმსმა 20 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა, რუი ჰაჩიმურას კი 16 ქულა ჰქონდა.

„ატლანტასთან“ მარცხის შემდეგ, „ლეიკერსის“ ანგარიშზე 24 მოგება და 25 წაგებაა. ლებრონის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-9 გახლავთ და მომდევნო შეხვედრა 2 თებერვალს, „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფსკრული მოლაპარაკებებში - დე ლაურენტისის შეთავაზება და ჯუღელის უარი“ | რას წერს Calciomercato
„უფსკრული მოლაპარაკებებში - დე ლაურენტისის შეთავაზება და ჯუღელის უარი“ | რას წერს Calciomercato