მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილი და მიქაუტაძე ერთად? - L'EQUIPE მეცის სატრანსფერო გეგმებზე წერს

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’EQUIPE-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „მეცი“ საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ყიდვას ეცდება.

სააგენტო წერს, რომ კიტეიშვილი ფრანგული კლუბისთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს „შტურმთან“ კონტრაქტი ეწურება და დიდი შანსია, „მეცს“ თავისუფალი აგენტის სტატუსითაც შეუერთდეს.

ცნობისთვის, „მეცში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, რომელიც ფრანგულ გუნდში „აიაქსიდან“ 6-თვიანი იჯარის წესით იმყოფება. ფრანგულ მედიაში იწერება, რომ „მეცის“ პრეზიდენტი მიქაუტაძის გამოსყიდვას გეგმავს და საფრანგეთში დარჩენის სურვილი თავად ქართველ ფეხბურთელსაც აქვს.

რაც შეეხება კიტეიშვილს, 27 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, თავი კი 4 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქართველი ფეხბურთელი „შტურმის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 140 მილიონია | მისი იტალიაში დარჩენა გამორიცხულია
ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 140 მილიონია | მისი იტალიაში დარჩენა გამორიცხულია