გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

ორმაგი დუბლი და ეფექტური ჩატენვა - მურსიამ შერმადინი ვერ გააჩერა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „მურსიას“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 75:73 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 26 წუთი და 46 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 13 ქულა, 10 მოხსნა(ორმაგი დუბლი) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შერმადინმა ცხრა 2-ქულიანი ისროლა და აქედან 5 ზუსტი აღმოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 4 საჯარიმო ტყორცნიდან 3 ჩააგდო.

10 მოხსნიდან გიორგიმ 6 მეტოქის ფარზე შეასრულა, 4 კი საკუთარზე. ცნობისთვის, შერმადინმა მატჩში 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდა. შემდეგ ტურში, ვიდორეტას შეგირდები „ბასკონიას“ უმასპინძლებენ.

შერმადინის ეფექტური ჩატენვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის რეკორდი - ლუკა დონჩიჩმა ატლანტას 73 ქულა ჩაუგდო
კარიერის რეკორდი - ლუკა დონჩიჩმა ატლანტას 73 ქულა ჩაუგდო