ლევან მჭედლიძე, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ლომაია, ლაშა თოთაძე, გიორგი განუგრავა, დავით სირაძე
Aa
Aa

ვეტერანთა ტურნირი - საქართველოს ნაკრები ფინალში დამარცხდა

ნორვეგიაში დასრულებულ ვეტერანთა ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ფინალში უკრაინასთან 4:3 წააგო. აღსანიშნავია,რომ უკრაინელბი გათამაშების მოქმედი ჩემპიონები იყვნენ და წელსაც თასი მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრაში გოლები ლაშა თოთაძემ და ალექსანდრე იაშვილმა (2) გაიტანეს. 


შეგახსენებთ,რომ ჯგუფურ ეტაპზე ჯვაროსნებმა ოთხივე შეხვედრა მოიგეს. ტურნირის პირველ დღეს მასპინძელი ნორვეგია და უკრაინა დაამარცხეს. ხოლო დღეს ფარერების ნაკრებსა და ფინეთს აჯობეს.

ნორვეგიაში დასრულებულ ტურნირზე ჩვენი გუნდის ღირსებას გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი განუგრავა, ალექსანდრე კობახიძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე და ლევან მჭედლიძე იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები