ლივერპული, იურგენ კლოპი
Aa
Aa

“უკანასკნელი ცეკვა“ და ვან დაიკის პირობა კლოპისთვის

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპი „ლივერპულს“ დატოვებს.

ეს ამბავი მერსისაიდული გრანდის ფეხბურთელებისთვის, რა თქმა უნდა, დამთრგუნველია, მაგრამ, როგორც The Athletic იუწყება მათი მოტივაცია გაორმაგდა და გერმანელი სპეციალისტის ბოლო სეზონში აბსოლუტურად ყველაფრის მოგებას ეცდებიან.

წყაროს ცნობით, ვირჯილ ვან დაიკმა და გუნდის სხვა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მიმდინარე სეზონს უტიტულოდ არ დაასრულებენ და ამ ყველაფერს „უკანასკნელი ცეკვა“ უწოდეს. ინსპირაციის წყარო კი მაიკლ ჯორდანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმია.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპის „ლივერპული“ 48 ქულით პრემიერ ლიგას ლიდერობს.

მერსისაიდელები ასევე EFL Cup-ის ფინალში გავიდნენ, სადაც „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან. „ლივერპული“ ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი: “არ მესმის, რატომ დაობთ მესის საუკეთესოს ტიტულზე“
სკალონი: “არ მესმის, რატომ დაობთ მესის საუკეთესოს ტიტულზე“