მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ბერნარდ სერინი
Aa
Aa

მეცის პრეზიდენტი: „მიქაუტაძისთვის ბურთის მიმწოდებელი გვჭირდება“

ფრანგული „მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერენმა Republicain Lorrain-სთან მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემტევ ნახევარმცველს დაიმატებს.

რას ამბობს სერენი:

გაძლიერება ნამდვილად გვჭირდება. საჭიროა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თავდამსხმელის უკან ითამაშებს და მიქაუტაძისთვის ბურთის მიწოდებას შეძლებს. დღეს გუნდში ასეთი ერთადერთი მოთამაშეა, აბლი ჯალოუ, რომელიც ტრავმირებულია და გუნდს მალე უნდა დაუბრუნდეს. მაგრამ შემტევი ნახევარმცველის ძიებას მაინც ვაგრძელებთ: ორი, ან სამი ვარიანტი გვაქვს. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ ვის ავირჩევთ და არ მინდა რომელიმეს სახელი გითხრათ. მაგრამ მგონია, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონაში მყოფ „ლიონს“ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, სტუმრად „ნიცასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი მწვრთნელი: „კვარაცხელიას ზაფხულში მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია“
იტალიელი მწვრთნელი: „კვარაცხელიას ზაფხულში მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია“