ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ვიერი
Aa
Aa

ვიერი კვარაცხელიაზე: „იტალიაში და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია“

იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კრისტიან ვიერიმ იტალიურ მედიასთან სუპერთასის ფინალზე ისაუბრა, რომელიც ხვალ, „ნერაძურისა“ და „ნაპოლის“ შორის უნდა გაიმართოს.

ვეტერანმა ფეხბურთელმა მოახლოებულ მატჩზე ჟურნალისტებს თავისი მოლოდინი გაუზიარა და ბოლოს „ნაპოლის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

რას ამბობს ვიერი:

სანახაობრივ და დაძაბულ მატჩს ველი. „ნაპოლი“ ყოველთვის დიდი გუნდი იყო, მათ შორის ახლაც, იმის მიუხედავად, რომ ჩვეულ ფეხბურთს ვერ თამაშობენ. „ინტერი“ კი შესანიშნავ ფორმაშია და სწორედ ამის გამოა, რომ სერია A-ს ლიდერობს. მაგრამ ეს ფინალია და შანსები ყოველთვის 50/50-ზეა.

რომელი თავდამსხმელი მომწონს ორივე გუნდში? არა, არ მინდა რომელიმე დავთარსო. სახელს არ ვიტყვი, რადგან ხვალ გოლს გაიტანენ და მე დამაბრალებენ. ლაუტარო და ტურამი? მათზე რა უნდა ვთქვა, დიდებულ ჩემპიონატს ატარებენ, ძალიან ძლიერები არიან და გოლების გატანის გარდა, გუნდურადაც დიდ სამუშაოს ასრულებენ. „ნაპოლიდან“ სიმეონეზე ვიტყვი. „ფიორენტინასთან“ ლამაზი გოლი გაიტანა და კარგი თავდამსხმელია. ვფიქრობ, გოლები იქნება, მაგრამ ვინ გაიტანს, არ ვიტყვი.

დე ლაურენტისის ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად: გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. შარშან განსხვავებული „ნაპოლი“ იყო და მათი თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებდით. მაცარი დახმარებას ცდილობს: ეს ადვილი არ არის, რადგან გასული წლის „ნაპოლი“ აღარ არის, ამას ვხედავთ და ამიტომაც ვამბობთ. ამის მიუხედავად, მათ ყოველთვის ჰყავდათ შესანიშნავი მოთამაშეები და ახლაც ასეა. მათ შეუძლიათ კონკრეტულად ამ ერთი მატჩის მოგება და ჩემპიონატში კარგად დაბრუნება. ვფიქრობ, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას შეძლებს. ის ყოველთვის ძლიერი გუნდია, გარკვეული პრობლემებით, რომელთა მოგვარებასაც ცდილობენ.

კვარაცხელია? მას შარშან შესანიშნავი ჩემპიონატი ჰქონდა. ის იტალიასა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. სწორია, რომ ის საუდის არაბეთში ჩამოიყვანეს. მას ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო ახლოდან გაიცნობენ და ხვალინდელ მატჩში ნახავენ, თუ რამდენად ძლიერია. სწორია ამ ქვეყანაში მსოფლიოს უძლიერესი მოთამაშეების ჩამოყვანა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შორის იტალიის სუპერთასის ფინალი ხვალ, საუდის არაბეთში, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ინტერთან თადარიგში დარჩება? რას წერს იტალიური გამოცემა
კვარა ინტერთან თადარიგში დარჩება? რას წერს იტალიური გამოცემა