ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სუპერთასი
Aa
Aa

„მხოლოდ ამის გამო არის სუპერ-ფეხბურთელი“ - Gazzetta კვარაზე

გავლენიანი იტალიური გამოცემა, la Gazzetta dello Sport-ი იტალიის სუპერთასის გამართვამდე, გათამაშებაში მონაწილე გუნდების ვარსკვლავების შესახებ წერს და ბუნებრივია, სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოექცა.

სტატიაში მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშია განხილული და სტატისტიკური მონაცემებია დათვლილი, რის მიხედვითაც, კვარაცხელია დღეის მონაცემებით იტალიის ჩემპიონატში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია.

რა წერია სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ იმიტომ არის სუპერ-ფეხბურთელი, რომ გასული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის გვირგვინით თამაშობს. სამყარო რომ იცვლება, ეს ბოლო რამდენიმე თვემაც დაამტკიცა. გასულ სეზონში „ნაპოლის“ ფიორენტინასთან 34-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, წელს კი 3 ქულით ჩამორჩება. ქართველმა ფეხბურთელმა თითქმის 6 თვე გაატარა გოლის გარეშე და ბუნებრივია, ამან მასზე ძალიან იმოქმედა. ამ სეზონში, ჯენოა-ნაპოლის მატჩის დროს გარსიამ ის 89-ე წუთზე შეცვალა, ქართველმა კი ხელის ჟესტიკულაციით ანიშნა - „რას აკეთებ?“

კვარა ჩემპიონატის მცველებმაც შეისწავლეს და ბუნებრივია, მეორე წელი მისთვის გაცილებით რთულია. მაგრამ ასევე, ის არის ყველაზე მყარი თავშესაფარი ქარიშხლის დროს. როცა გუნდს უჭირს, ბურთი ყოველთვის კვარას აქვს. ამას ციფრებიც ადასტურებს. ლიგის ამ სეზონში მას 66 დარტყმა აქვს, რაც ყველაზე ბევრია, მეორე ადგილზე 60 დარტყმით ლაუტარო მარტინესია. დრიბლინგი კი 49-ჯერ შეასრულა და ამით მხოლოდ სოულეს ჩამორჩება, რომელსაც 65 დრიბლინგი აქვს. და ამაღამაც, ოსიმენის გარეშე ის მთავარი წინამძღოლი იქნება, რომელსაც კვლავ სურს, რომ სუპერი გახდეს. თუმცა, 77 ნომერი უკვე არის სუპერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე, საუდის არაბეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველთვის ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია“ | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ყოველთვის ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია“ | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე