აურელიო დე ლაურენტისი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„მთავარი დამნაშავეა!“ - ენრიკო ფედელემ დე ლაურენტისი გააკრიტიკა

ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ Radio Matre-სთან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მკაცრად გააკრიტიკა.

რას ამბობს ფედელე:

„ნაპოლის“ ჩემპიონები აღარ ჰყავს. გუნდი საშინელ ფორმაშია და გვაჩვენებენ, თითქოს რაღაცას აკეთებენ. სამწუხარო ისაა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში არიან, თვლიან, რომ მსოფლიო ჩემპიონები არიან. კვარაცხელიას „სალერნიტანას“ წინააღმდეგ მოუწია, რომ შეცვლილიყო. პირველი ტაიმის ბოლოსკენ მას ბურთთან მხოლოდ ორი შეხება ჰქონდა...

არის თუ არა ამაში დამნაშავე დე ლაურენტისი? როგორც მეწარმეს და ბიზნესმენს მხარს ვუჭერ, მაგრამ ორმაგად წინააღმდეგი ვარ მის მიმართ, როდესაც გმირის როლის მორგება უნდა. ეს წელიც ამის დასტურია: მან გადაწვა მიწა მხოლოდ იმის გამო, რათა დაემტკიცებინა, რომ გუნდმა სკუდეტო მისი დამსახურებით მოიგო და არა სპალეტისა და ჯუნტოლის. შედეგი? არც ერთი შესყიდვა, რომელიც მან გააკეთა, არ არის სასტარტო შემადგენლობის. თუ დე ლაურენტისი კლინიკის მფლობელია, მაშინ არ შეიძლება, რომ ქირურგიც იყოს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანა“ 2:1 დაამარცხა. 20 ტურის შემდეგ, ვალტერ მაცარის გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები