ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყოველთვის ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია“ | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტმა, პაოლო დელ ჯენიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დელ ჯენიომ საინტერესო განცხადება გააკეთა და „კვარას“ „პარტენოპეის“ საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„კვარაცხელია ყოველთვის ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია. ამას ვერავინ ამჩნევს, რადგან საგოლე მომენტებს აფუჭებს, შემდეგ კი გვახსენდება, რომ გოლი ვერ გაიტანა, თუმცა, კვარა ყველა მატჩში ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და მისი გუნდი საუდის არაბეთში იმყოფებიან და ხვალ იტალიის სუპერ თასისთვის ბრძოლას დაიწყებენ. „ნაპოლი“ ნახევარფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება და მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, „პარტენოპეი“ ფინალში „ინტერს“ ან „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „კვარა“ გარემარბებს შორის პირველია დრიბლინგების რაოდენობით, მოსალოდნელი გოლებითა (xG) და დარტყმების რაოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: პსჟ კვარას მბაპეს მემკვიდრედ მოიაზრებს
იტალიური მედია: პსჟ კვარას მბაპეს მემკვიდრედ მოიაზრებს