საბა საზონოვი
Aa
Aa

„ასეთ დაცვაში ადგილის პოვნა რთულია“ | ტურინული გამოცემა საზონოვზე

ტურინული გამოცემა Toro.it-ი „ტორინოს“ ქართველ ფეხბურთელზე, საბა საზონოვზე წერს. სტატიის ავტორის მიხედვით, „გრანატას“ დაცვა მიმდინარე სეზონში ისე კარგად გამოიყურება, გასაკვირი არაა, რომ ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ეძლევა.

„ჯენოასთან მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ტორინოს კარში გოლის გატანა მარტივი არაა. ივან იურიჩის დაცვის ხაზი სოლიდური და მტკიცეა და სტატისტიკაც ამას მოწმობს. სერია A-ს მიმდინარე სეზონის 20 შეხვედრაში, გრანატამ კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა, რის გამოც, საბა საზონოვისა და დავიდ ზიმას მსგავსი ფეხბურთელებისთვის სათამაშო დროის გამონახვა რთულდება.

იურიჩის როტაციაზე გავლენა ვერც პერ სხურსის სერიოზულმა ტრავმამ მოახდინა. ტორო 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს. როდრიგესი მარცხნივ, ბუონჯორნო ცენტრში, ხოლო ჯიჯი ან ტამეზე მარჯვნივ. ტამეზეს ვარიანტი საგანგებო სიტუაციებისას ნაპოვნი გამოსავალი აღმოჩნდა. რეალურად, იურიჩს დაცვაში სამი ბურჯი ჰყავს და სხვებისთვის დროის მიცემა უჭირს.

ტორინომ საზონოვის სანაცვლოდ 2.75 მილიონი ევრო გადაიხადა. იურიჩი მის შრომას აფასებს, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ მზად არაა“, - წერს ტურინული გამოცემა.

ცნობისთვის, 20 ტურის შემდეგ, „ტორინოს“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „გრანატა“ მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს, „კალიარის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან