"ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ, გვარდიოლა სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ნეაპოლში შედგა, სადაც „ნაპოლიმ“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 4-2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. „ქალაქელთა“ მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას შეეშალა და შეცდომით „ნაპოლის“ ავტობუსში ავიდა.
ესპანელი სპეციალისტი სიტუაციაში მალევე გაერკვა და „სიტის“ ავტობუსში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ F ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით (12) ქალაქელები“ ლიდერობენ, მეორე პოზიციას 9 ქულით დონეცკის „შახტარი იკავებს. „ნაპოლის“ კი მხოლოდ 3 ქულა აქვს და ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოსაა.