კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორის ღირსეული ჟესტი | დაეხმარა მებრძოლს, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო

MMA-ის მებრძოლმა, რაიან კურტისმა ვარჯიშის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულება მოუწია. კურტისმა კისერი მოიტეხა და ზურგის ტვინის უმძიმესი დაზიანება აქვს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაიაროს, რომელიც სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მის ოჯახს 100 000 გირვანქა სტერლინგი დასჭირდა და სახალხო დაფინანსების იმედად დარჩა. მათ ცნობილ ვებგვერდზე, Gofundme-ზე პოსტი გამოაქვეყნეს და მომხდარის შესახებ საზოგადოებას აუწყეს.

კურტისს ბევრი ადამიანი დაეხმარა და ერთ-ერთი მათგანი UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი გახლავთ. ირლანდიელმა მის ოჯახს 25 000 გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„თანადგომას ვუცხადებ და კარგად ყოფნას ვუსურვებ რაიან კურტისს. მან ვარჯიშისას მიიღო ტრავმა, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მას ახალგაზრდა ქალიშვილი ჰყავს და მის ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - დაწერა ირლანდიელმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კურტისს კარიერაში 10 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 6 მოგება და 4 წაგებაა. რაიანს 24 თებერვალს უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრძოლა ნაცნობ მიზეზთან გამო ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის უნდა უფრთხილდეს ბარსა | კვარა ნაპოლის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია
ვის უნდა უფრთხილდეს ბარსა | კვარა ნაპოლის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია