ბარსელონა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ჩავი: “ტიტულის მოგება რეალის წინააღმდეგ დიდებული სცენარი იქნება“

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ჩემს გუნდს მოტივირებულს და აღფრთოვანებულს ვხედავ. მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ტიტულის მოპოვება ფეხბურთისთვის დიდებული სცენარია. გვინდა, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ. წინ გასული წლის მაგალითი გვაქვს. რეალურად ახლა მადრიდელებზე ცუდ ფორმაში ვართ, მაგრამ, როდესაც თამაში დაიწყება შანსი თანაბარი იქნება.

როდის იგებს ბარსა დაუმსახურებლად? პირიქით, ისე ხდება, რომ ხშირად ვიმსახურებთ და ვერ ვიგებთ. არაუხოზე ბევრს არაფერს გეტყვით, რადგან არ მინდა ანჩელოტის მინიშნება მივცე. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელ პოზიციაზეც არ უნდა ვათამაშო ის იდეალურია. „რეალი“ მაშინ არის უფრო ძლიერი, როცა „ბარსელონაა“ ძლიერი. გასულ წელს ისინი დავამარცხეთ, შემდეგ გაძლიერდნენ და სამეფო თასზე მოგვიგეს. „რეალი“ სწორად რეაგირებს.“

ცნობისთვის, ესპანეთის სუპერ თასის ფინალი 14 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ცნობისთვის, „სამეფო კლუბმა“ ნახევარფინალში „ატლეტიკოს“ 5:3 მოუგო, ხოლო „ბარსელონამ“ „ოსასუნას“ 2:0 აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი VS ოსიმენი | მაცარი კვარას დიდხანს ესაუბრა
ჯუღელი VS ოსიმენი | მაცარი კვარას დიდხანს ესაუბრა