გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მეცის პიროტექნიკოსი დაბრუნდა“ | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე

ფრანგულმა Maligue 2-მა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ზე ორიენტირებული სპორტული გამოცემაა, „მეცზე“ დაწერა. Maligue 2-ი გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას გამოეხმაურა და მას გუნდისთვის მნიშვნელოვანი აქტივი უწოდა.

„ოსკარ ესტუპინანის ტრავმისა და სიმონ ელისორის პრობლემების გამო შენელებულ მეცს კვალიფიციური თავდამსხმელი სჭირდებოდა, რათა დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო სახიფათო გამხდარიყო. კლუბის ხელმძღვანელებმა ამ საჭიროებაზე იზრუნეს და ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე გაიფორმეს.

მეცის პიროტექნიკოსი, რომელიც სექტემბერში ამსტერდამის აიაქსში გადავიდა, სენ-სიმფორიენზე დაბრუნდა და შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში გუნდისთვის ნამდვილად ძვირფასი აქტივი იქნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მიქაუტაძეს ტულუზას წინააღმდეგ გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩში თამაშის უფლება ექნება“, - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „მეცისა“ და „ტულუზას“ 14 იანვარს გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე
არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე