ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელინკა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: ქართულმა წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ თავისუფალ პროგრამაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მათ პირველივე დღეს ლიდერობა მოიპოვეს. წყვილმა მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა აიღო, რაც მათ კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელი იყო. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს კი საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

რაც შეეხება თავისუფალ პროგრამას, ქართულმა წყვილმა დღეს მე-5 შედეგი დააფიქსირა, თუმცა ორივე დღის ჯამით 196.14 ქულა მოაგროვეს და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ქალთა შეჯიბრში მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 68.96 ქულა მოიპოვა და მე-3 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი
ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი