ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: მოკლე პროგრამა - გუბანოვა მე-3 ადგილზეა, ურუშაძე 23-ე

ლიეტუვაში კერძოდ კი ქალაქ კაუნასში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქალთა შორის შეჯიბრში მონაწილეობა ორმა ქართველმა მიიღო.

მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 68.96 ქულა მოიპოვა და მე-3 ადგილი დაიკავა.

 

რაც შეეხება ალინა ურუშაძეს, მან 50.54 ქულა აიღო და 23-ე ადგილზე იმყოფება.

13 იანვარს ორივე მათგანი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს 22:00 საათიდან თავისუფალი პროგრამით სპორტული წყვილები იასპარეზებენ. ქართული წყვილი ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას შემადგენლობით მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინო ხარ“ | ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა
„სამარცხვინო ხარ“ | ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა